Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამართლის საერთაშორისო იმიტირებული პროცესებისთვის შესარჩევი კონკურსი.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს, 2025-2026 აკადემიური წლის განმავლობაში საერთაშორისო სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში (Jessup, Telders, და ასევე სისხლის და ჰუმანიტარული სამართლის მიმართულებით), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდების შესარჩევად.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლისა და სამართლის პროგრამების ბაკალავრიატის მე-3, მე-4 კურსისა და მაგისტრატურის 1-ლი და მე-2 კურსის სტუდენტებს.

 

საერთაშორისო სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ არაუგვიანეს 2025 წლის 24 ივლისის 23:59 საათისა.

 

პირველი შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 26 ივლისს, თსუ მე-2 კორპუსის 114 ოთახში. ზუსტი დრო ეცნობება იმ სტუდენტებს, რომელთა განცხადებებიც შეირჩევა.

თარიღი: 22/07/2025